ჯუმლა მრავალი განსხვავებული ტიპის მოდულით არის აღჭურვილი, მაგრამ პრინციპში მხოლოდ ერთი მათგანი - მომხმარებლის მოდული (Custom HTML module) იძლევა თქვენი შეხედულებით ტექსტისა და სურათების დამატების საშუალებას.

ახალი მოდულის შესაქმნელად გახსენით Extentions> Module Manager და დაწკაპეთ "New".

module6

ჯუმლა მოგთხოვთ აირჩიოთ მოდულის ტიპი. მოდულის მრავალი განსხვავებული ტიპები არსებობენ, რომელთაც ფუნქციების ფართო სპექტრის შესრულება შეუძლიათ. ჩვენი ამოცანის - ტექსტური  და ვიზუალური ინფორმაციის განსათავსებლად ჩამოშლილი მოდულის ტიპებიდან (module type) ავირჩიოთ: Custom HTML.

module7

მოდულის დასახელებას/სათაურს (1) და  შიგთავსს (4) ქმნით ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი სტატიისათვის. განსაზღვრეთ გინდათ თუ არა რომ გამოჩნდეს მოდულის სათაური (2) საიტზე და განსაზღვრეთ სად - რომელ პოზიციაზე (3) უნდა გამოქვეყნდეს მოდული. 

module8

მენიუსთან დაკავშირების - "Menu Assignment" (1) ტაბზე დაწკაპვით შეძლებთ შეარჩიოთ ის გვერდები (მენიუს ელემენტები), სადაც გინდათ რომ გამოჩნდეს მოდული.  მოდულის მიბმის (Module Assignment) ჩამოსაშლელ მენიუში (2) შეარჩიეთ მიბმის თქვენთვის სასურველი ტიპი და მენიუს შერჩევის (Menu Selection) ზონაში მონიშნეთ სად უნდა გამოჩნდეს (ან არ გამოჩნდეს - მოდულის მიბმის ტიპის მიხედვით) აღნიშნული მენიუ. არ დაგავიწყდეთ მოდულის შენახვა.

module9

ამის შემდეგ უკვე შეგეძლებათ ნახოთ საიტზე თქვენი შექმნილი მომხმარებლის მოდული. (Custom HTML module)

 

module10

 

 ნახეთ ინგლისურენოვანი ვიდეო "მომხმარებლის მოდულის (Custom HTML module) შექმნა ჯუმლა 3-ში".     წყარო

blue-guaranteeვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ ვებ დეველოპერული სტუდია "GT Studio" .

უკუკავშირი

დაინტერესდით?

დაგვირეკეთ                   მოგვწერეთ

+995 32 205 20 16

ან შეავსეთ ქვემოთმოყვანილი ფორმა და ჩვენ დაგირეკავთ.