schoolძვირფასო მეგობრებო,

კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და პროფესიულ წინსვლა- წარმატებას.

ვფიქრობ რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით და მეც მინდა მცირედით მხარში ამოგიდგეთ.

ეხლა სადაც ხართ -  GT Studio-ს საიტზე, ეგ ჩემი კომპანიაა და თითქმის ორი ათეული წელია მე ჩემ პატარა ჯგუფთან ერთად ვებდეველოპმენტ ვებდიზაინით ვარ დაკავებული. აქვე შეგიძლიათ  გადახედოთ. ჩემს ნამუშევრებსაც. 

მინდა შემოგთავაზოთ (სრულიად უსასყიდლოდ) თქვენი სკოლისთვის ვებსაიტის დამზადება განთავსება ადმინისტრირება.

ანუ: 

დაგიმზადებთ სკოლის საინფორმაციო საიტს ვების უკანასკნელი მოთხოვნების შესაბამისად (პირობითი ფასი: 1500-1800 ლარი)

ეს მოიცავს:

  1. საიტის დიზაინის შექმნა შეთანხმებული მაკეტის შესაბამისად.

    თქვენთან კონსულტაციების საფუძველზე შევარჩევთ/შევქმნით უნიკალურ, თქვენი სკოლის პროფილისთვის მორგებულ დიზაინს.

  2. საიტის გამართვა უახლესი (3.10) Joomla – ს შიგთავსის მართვის სისტემის ბაზაზე;

    ჯუმლა შიგთავსის მართვის სისტემა წარმოადგენს დღეისდღეობით ყველაზე პროგრესულ  ვებსაიტის აგების გარსს, რომელიც საშუალებას იძლევა საიტის ინფორმაციის სისტემატური შეცვლა/განახლების საშუალებას ვებპროგრამირების ცოდნის გარეშე.

  3. საიტი იგება მოდულების (ბლოკების) მეთოდით და შესაბამისად აღჭურვილი იქნება "უსაზღვრო" გაფართოების შესაძლებლობით. თქვენ საქმიანობის გაფართოებასთან ერთად შეგეძლებათ საიტის შემდგომი განვითარება მისი გადაკეთების/შეცვლის გარეშე.

  4. საიტი აიგება უახლესი Responsive ტექნოლოგიით, რომელიც ავტომატურად ადაპტირდება ეკრანის გარჩევითობაზე და შესაბამისად თავსებადი იქნება ნებისმიერი ტიპის (სმარტფონი, ტაბლეტი, დაბალი გარჩევითობის PC და ა.შ.) აპარატთან.

  5. საიტი იქნება მაქსიმალურად მოხერხებული საძიებო სისტემებისთვის - SEF (Rewrited Search Engine Friendly URLs, Alt tags, Meta desc, keywords ans etc.). საიტზე სრულად გაიწერება საძიებო სისტემების მოთხოვნების შესაბამისი პარამეტრები. (ე.წ. პირველადი ოპტიმიზაცია და პოპულარიზაცია);

  6.  შეგივსებთ საიტს თქვენს მიერ მოწოდებული საინფორმაციო და ვიზუალური  მასალებით;

გაგითავსებთ საიტს ჩემს (ჩემგან კონტროლირებად) ევროპულ ჰოსტინგზე (პირობითი ფასი: 96-120 ლარი/წელიწადში)

გაგიწევთ საიტის ტექნიკურ ადმინისტრირებას (გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობას) და შიგთავსის (კონტენტის) მართვას - ინფორმაციის განახლებას და/ან სიახლეების დამატებას თვეში 1-2 ცალის რაოდენობით. (პირობითი ფასი: 100-150 ლარი/თვეში).

როგორც ზემოთ გითხარით ეს ყველაფერი უფასოდ.

დამზადების დრო როგორც წესი ერთი საიტისთვის 3-4 კვირაა და დიდადაა ასევე დამოკიდებული თქვენზე, ანუ მოწოდებული მასალის ხარისხზე და მოწოდების ვადებზე. კონკრეტული საიტისთვის ეხლა  აქ ვერ გავნსაზღვრავ (არ ვიცი ჯერ რამდენი მოინდომებთ), მაგრამ ყველას აუცილებლად დავამთავრებთ ამ 2022 წელს.

რა იქნება თქვენგან საჭირო სურვილის გარდა:

სკოლისთვის დომენის რეგისტრაცია  -  (ეძლევათ მხოლოდ სკოლებს, ამიტომ ამას მე/სხვა ვერ გააკეთებს. აგიხსნით დეტალურად პროცესს. ფასი 12 ლარი/წელიწადში)

საიტზე გასათავსებელი ტექსტური  (სურვილის მიხედვით: სკოლის შესახებ, მისია, ისტორია, თანამშრომლები, შინაგანაწესი, სასწავლო წლის კალენდარი, გაკვეთილების ცხრილი, განრიგი  და ა.შ) და ვიზუალური (ფოტო, შეიძლებ პატარა ვიდეოც) მასალის ოპერატიულად მოწოდება. 

თვალსაჩინოებისთვის - ჩვენი შექმნილი სკოლის საიტი http://schooltserovani3.edu.ge/ 

ასევე "კარგი" სკოლის საიტების ნიმუშები: 

https://www.schoololimp.edu.ge/

https://free.edu.ge/

https://ugschool.edu.ge/

https://greenschool.ge/

http://aisi.edu.ge/

https://www.st.edu.ge/

ალბათ თქვენ ესეთი დატვირთული არა (ესენი, ჩვენის გარდა სულ კერძო სკოლებია) , მაგრამ გპირდებით არანაკლები იქნება.

 დაელაპარაკეთ გადაწყვეტილების მიმღებ კოლეგებს -აქ თქვენთვისაც არც თუ ცოტა სამუშაოა მასალების მომზადების სახით და სურვილის ( ან ნებისმიერი შეკითხვის) შემთხვევაში შემეხმიანეთ მეილზე  , ფეისბუკზე და მესენჯერში თქვენც ხედავთ იშვიათი სტუმარი ვარ.

კიდევ ერთხელ დიდი წარმატების სურვილებით, თქვენი 

გაბი

blue-guaranteeვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ ვებ დეველოპერული სტუდია "GT Studio" .

უკუკავშირი

დაინტერესდით?

დაგვირეკეთ                   მოგვწერეთ

+995 32 205 20 16

ან შეავსეთ ქვემოთმოყვანილი ფორმა და ჩვენ დაგირეკავთ.