ვებსაიტების დამზადებასთან ერთად GT სტუდია გთავაზობთ შემდეგი სახის დამატებით მომსახურებებს:

analysis-reports

კონსულტაცია - კონსულტაცია საიტის შექმნასთან და ინტერნეტ ბიზნესის სხვადასხვა საკითხებზე.

საიტის აუდიტი - თქვენი არსებული საიტის აუდიტი, მისი ეფექტიანობის შეფასება და ხარვეზების გამოვლენა. საიტის შეფასება მოიცავს: საიტის კოდირების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, კონცეფციის ადექვატურობას, დიზაინის შეფასებას, პოპულარიზაციის დონეს, საძიებო სისტემებში რეიტინგს, მომხმარებლისთვის სიმარტივეს და სხვა.

არსებული საიტის განახლება-გადაკეთება - თქვენი არსებული საიტის განახლება, დახვეწა, დიზაინის შეცვლა, გადაკეთება, ხარვეზების აღმოფხვრა,  CMS შიგთავსის მართვის სისტემაზე გადაყვანა და სხვა ნებისმიერი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება.

link-baitსაიტების ტექნიკური და ადმინისტრაციული მომსახურება- ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ჩვენი დამზადებული ან სხვისი დამზადებული საიტების ნებისმიერი სახის ტექნიკური და ადმინისტრაციული მომსახურება, რაც გულისხმობს: საიტის ძრავის განახლებას, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას, სარეზერვო ასლის (backup) შექმნას, საიტის აღდგენას სერვერის დაზიანების შემთხვევაში, საიტის მუშაობაზე მუდმივ მონიტორინგს, საიტის დაცვას, საიტის ნორმალურად მუშაობის უზრუნველყოფას, ახალი მომხმარებლების დამატებას ან ძველის წაშლას, მომხმარებლებისთვის სხვადასხვა პრივილეგიების მინიჭებას, ვებ სერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას, მეილ სერვერის ადმინისტრირებას, საიტზე ინფორმაციის განახლებას, საიტზე გვერდების, განყოფილებების, კატეგორიების დამატებას, წაშლას ან შეცვლას, საიტის გადატანას სხვა სერვერზე. საიტების ტექნიკურ -  ადმინისტრაციული მომსახურება შეიძლება იყოს ერთჯერადი ან/და მუდმივი.

on-page-optimizationბანერების დამზადება - ნებისმიერი ტიპის და ზომის სტატიკური ან ანიმაციური ბანერის დამზადება.

საიტის დიზაინის შექმნა - საიტის დიზაინის კონცეპციის ჩამოყალიბება პროფესიონალი დიზაინერების მიერ.

საიტის ჰედერის შექმნა - საიტის სტატიკური ან ანიმაციური ჰედერის შექმნა.

საიტის ფლეშ ინტროს შექმნა - ეფექტური ფლეშ ინტროს შექმნა თქვენი საიტისთვის.

სხვადასხვა სახის ფლეშ ობიექტების შექმნა - თანამედროვე ფლეშ ტექნოლოგიით სხვადასხვა ანიმაციური ობიექტების  და თამაშების შექმნა.

საიტის ტექსტების თარგმნა - საიტის ტექსტების პროფესიონალური თარგმანი.

საიტისათვის ტექსტების დაწერა - საიტისათვის პროფესიონალური დონის ტექსტების დაწერა.

reputation-managementორგანიზაციის ლოგოს დამზადება - ჩვენ დაგიმზადებთ ორიგინალურ და ეფექტურ ლოგოს თქვენი ორგანიზაციისთვის.

დომენის რეგისტრაცია - დაგირეგისტრირებთ დომენს თქვენი ვებ საიტისთვის.  ჩვენთან საიტის შეკვეთისას ყველა ჩვენს კლიენტს უფასოდ ვურეგისტრირებთ დომენს 1 წლით.

ჰოსტინგი ანუ საიტის ინტერნეტში განთავსება - განვათავსებთ თქვენს საიტს საიმედო და ხარისხიან ევროპულ სერვერებზე. ჩვენთან საიტის შეკვეთისას ყველა ჩვენს კლიენტს უფასოდ ვთავაზობთ მისთვის საჭირო ჰოსტინგს 1 წლით.

ecommerceსაიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის (ე.წ. SEO) და ვებ დირექტორიებში განთავსება - აღნიშნული მომსახურება მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: საიტის პოზიციის ანალიზი და რჩევები; საიტის შინაარსის და სტრუქტურის ოპტიმიზაცია; საძიებო სისტემებში და კატალოგებში რეგისტრაცია; ლინკების განთავსება; ბანერების განთავსება; პოზიციის შენარჩუნებაზე ზრუნვა; მონიტორინგი, სტატისტიკა და ანალიზი.

გარდა ამისა ჩვენ მაღალპროფესიულ დონეზე შეგვიძლია შემოგთავაზოთ:

ფოტო გადაღება - GT Studio გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის ფოტო გადაღებას როგორც ნატურაში ასევე სტუდიის მომსახურებას.

ppc-campaignვიდეო გადაღება, სარეკლამო რგოლების დამზადება , ვიდეო მონტაჟი

დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ვიდეო გადაღება, ან ანიმაციური სარეკლამო რგოლის დამზადება.მონტაჟისა და ანიმაციების შესაქმნელად გამოიყენება Adobe Flash და Adobe Premiere პროგრამები

სრული სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა / განხორციელება

 დაგიგეგმავთ და მოგეხმარებათ ნებისმიერი დონის და მოცულობის სარეკლამო კამპანიის განხორციელებაში.

ჩვენს სარეკლამო მომსახურებაში შედის რადიო და ტელე რეკლამის დამზადება და განთავსება, ბეჭდვითი რეკლამის ყველა სახე, ინტერნეტ სივრცეში რეკლამა-მარკეტინგი, სოციალურ ქსელებსა და საძიებო სისტემებში ინტეგრაცია, სპონსორინგისა თუ სხვა სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა.

დაგვიკავშირდით და გპირდებით რომ მიიღებთ კვალიფიციურ სერვისს და მაღალხარისხოვან პროდუქტს.

შეთავაზებები:

საიტის სტრუქტურები

ონლაინ მაღაზია 2400 ლარიდან
პროდუქციის კატალოგი 1400 ლარიდან
სიახლეების პორტალი 1600 ლარიდან
პერსონალური ვებ-გვერდი 600 ლარიდან
SEO (საძიებო ოპტიმიზაცია) 200 ლარიდან
საიტის ადმინისტრირება თვეში 70 ლარიდან


გრაფიკული მომსახურება

ლოგოები 120 ლარიდან
კორპორაციული სტილი 500 ლარიდან
ბანერები 80 ლარიდან

blue-guaranteeვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ ვებ დეველოპერული სტუდია "GT Studio" .

ავტორიზაცია

უკუკავშირი

დაინტერესდით?

დაგვირეკეთ                   მოგვწერეთ

+995 32 205 20 16

ან შეავსეთ ქვემოთმოყვანილი ფორმა და ჩვენ დაგირეკავთ.