GT Studio-ს მიერ დამზადებული ყველა საიტი აღჭურვილა სპეციალური JCE რედაქტორით, რომელიც გაცილებით აადვილებს სტატიაში ტექსტზე და სურათებზე მუშაობას.

გახსენით სტატია რომელშიც გინდათ სურათის დამატება ან შეცვლა. (სტატია შეიძლება გამოძახებული იქნას ჯუმლას ადმინისტრატორის გვერდზე მთავარი მენიუდან Content > Article Manager). 

სამუშაო ველის ზემოთ გამოჩნდება რედაქტორის პანელი. ღილაკებზე მაუსის გადატარებით შეგიძლიათ ამოანათოთ მათი ფუნქციები. მიიტანეთ მაუსი ტექსტში იმ ადგილას, სადაგ გინდათ განათავსოთ სურათი (ან გაააქტიურეთ უკვე არსებული სურათი, რომლის შეცვლა ან რედაქტირება გინდათ)  და დაწკაპეთ (ყვითელი ისრით მითითებულ) ღილაკს "Insert/edit image". 

jceimag1

ამომხტარ ახალ "სურათის მენეჯერის" სარკმელში შეგიძლიათ ჩაატაროთ ყველა საჭირო ქმედება სურათის ჩასასმელად. ატვირთით ფოტო თქვენი კომპიუტერიდან, შეუცვალოთ სახელი და/ან ზომები, შექმნათ ახალი საქაღალდე და სხვ. ახალი სურათის ასატვირთად დაწკაპეთ ქვემო სურათზე მონიშნულ Upload ღილაკს:

jceimag2.5

ატვირთვის (Upload) სარკმელში დაწკაპეთ ღილაკზე Browse რათა მოძებნოთ საჭირო სურათი თქვენს კომპიუტერში.

jceimag3

მოძებნეთ სურათი თქვენს კომპიუტერში, აარჩიეთ (select) ის და როცა არჩეული ფაილი გამოჩნდება ატვირთვის სარკმელში, დაწკაპეთ Upload ღილაკს.

jceiimag4 

თქვენი ფაილი გამოჩნდება მედია მენეჯერში (Media Manger) და თქვენ შეგეძლებათ სურათის პრევიუს ნახვა   Details სექციაში. მიუხედავად ამისა სურათი ჯერ არ არის მზად სტატიაში ჩასასმელად. თქვენ უნდა დაწკაპოთ სურათის (ფაილის) სახელს  Folder Contents სექციაში, რის შემგეგაც Properties სექციაში გამოჩნდება სურათის დეტალები :  URL , ალტერნატიული ტექსტი (Alternate Text) და სხვა პარამეტრები, ასევე სურატის პრევიუ. სურათის სტატიასი ჩასასმელად დაწკაპეთ  Insert ღილაკს სურათის მენეჯერის ქვედა მარჯვენა კუთზეში.

jceimag5

თქვენი სურათი ჩაჯდება სტატიაში და გამოჩნდება სტატიის რედაქტორში.

jceimag6

 

სურათის მენეჯერის დამატებითი ფუნქციები.

სურათის ზომების შეცვლა.

უმჯობესია სურათის ზომები წინასწარ განსაზღვროთ სანამ მას საიტზე ატვირთავთ, მაგრამ JCE სურათის მენეჯერი გაძლევთ სტატიაში  სურათის ზომის შეცვლის საშუალებას. მონიშნეთ სურათი და დაწკაპეთ ისევ Image Manager ღილაკს:

jceimag7

გაითვალისწინეთ რომ ჯუმლას სურათის რედაქტორში რეალურად არ ხდება სურათის ზომების შეცვლა, არამედ იცვლება სურათის სტატიაში გამოჩენის ზომები. 

 Dimensions  ხელსაწყოს გამოყენებით შეგიძლიათ შეცვლოთ  სურათის ზომები. სარკმელში preview  გამოჩნდება სურათის პრევიუ. არ დაგავიწყდეთ ღილაკზე  Update დაწკაპვა თქვენი ცვლილებების შესანახად. 

jceimag12

თქვენ დაბრუნდებით სტატიის რედაქტორში და შეგეძლებათ იხილოთ განახლებული სურათი და ტექსტი. 

 

სურათის და  ტექსტის ურთიერთგანთავსება.  

 მონიშნეთ სურათი და დაწკაპეთ ისევ Image Manager ღილაკს:

jceimag7

 ხელსაწყო Alignment -ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შეუცვალოთ სურათს პოზიცია ტექსტის მიმართ. აირჩიეთ პოზიცია: left, right, top, middle, ან bottom. Preview სარკმელი გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყურება თქვენი ცვლილება.  არ დაგავიწყდეთ ღილაკზე  Update დაწკაპვა თქვენი ცვლილებების შესანახად.

jceimag8

 თქვენ დაბრუნდებით სტატიის რედაქტორში და შეგეძლებათ იხილოთ განახლებული სურათი და ტექსტი. 

 

სურათსა და  ტექსტს შორის სივრცის Margin  დამატება

 მონიშნეთ სურათი და დაწკაპეთ ისევ Image Manager ღილაკს:

jceimag7

 ხელსაწყო margin -ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შეუცვალოთ მანძილი (პიქსელებში) სურათსა და   ტექსტს შორის. equal values მონიშვნით  შეგიძლიათ დააყენოთ თანაბარი დაშორება ოთხივე მხარეს, ან  მისი ჩახსნით აირჩიოთ სასურველი დაშორება ნებისმიერ მხარეს ინდივიდუალურად.   არ დაგავიწყდეთ ღილაკზე  Update დაწკაპვა თქვენი ცვლილებების შესანახად.

jceimag8

 თქვენ დაბრუნდებით სტატიის რედაქტორში და შეგეძლებათ იხილოთ განახლებული სურათი და ტექსტი. 

 

სურათის ჩარჩოს შექმნა

 მონიშნეთ სურათი და დაწკაპეთ ისევ Image Manager ღილაკს:

jceimag7

ხელსაწყო border -ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ჩარჩო თქვენი სურათისათვის. შეგიძლიათ აირჩიოთ სისქე, სტილი და ფერი თქვენი ჩარჩოსათვის. Preview სარკმელი გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყურება თქვენი ჩარჩო. არ დაგავიწყდეთ ღილაკზე  Update დაწკაპვა თქვენი ცვლილებების შესანახად.

jceimag8

თქვენ დაბრუნდებით სტატიის რედაქტორში და შეგეძლებათ იხილოთ განახლებული სურათი და ტექსტი.

 

ვიდეოინსტრუქცია (ინგლისურად)

 

blue-guaranteeვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ ვებ დეველოპერული სტუდია "GT Studio" .

უკუკავშირი

დაინტერესდით?

დაგვირეკეთ                   მოგვწერეთ

+995 32 205 20 16

ან შეავსეთ ქვემოთმოყვანილი ფორმა და ჩვენ დაგირეკავთ.