სერვისი და მხარდაჭერა დომენის რეგისტრაცია დომენური სახელი

დომენური სახელი

დომენი (დომენური სახელი)

domeinმარტივად დომენი (დომენური სახელი) არის საიტის ან ელექტრონული ფოსტის უნიკალური დასახელება - ინტერნეტ მისამართი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ინტერნეტში კონკრეტული საიტის ან ელ-ფოსტის მოძებნა. თავის მხრივ ინტერნეტ სისტემას დომენი სპეციალური წესით დალაგებულ რიცხვებში ანუ IP-ში (მაგ., 123.456.789.012) გადაყავს და ასე აღიქვამს მას. ნებისმიერი დომენური სახელი რომ მუშაობდეს და შესაძლებელი უნდა იყოს საიტის/ელექტრონული ფოსტის ნახვა, იგი მიმაგრებული ან პარკირებული უნდა იყოს რომელიმე ჰოსტზე და უნდა ჰქონდეს მინიჭებული IP.

რას გულისხმობს დომენის ყიდვა?

როგორც წესი, უმეტესად ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომენის (.com, .org, .net, .info, .biz) ყიდვა გულისხმობს ფლობის, სარგებლობისა და გასხვისების (გაყიდვის) უფლებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მინიმალური პერიოდია 1 წელი, ხოლო მაქსიმალური 10 წელი. თუმცა მის მფლობელს ყოველთვის აქვს უფლება განაახლოს საკუთრების უფლება რამდენჯერაც მას სურს.

წესები შესაძლებელია განსხვავებული იყოს სპეციალური და ქვეყანაზე დამყარებული გაფართოების მქონე დომენურ სახელებზე, მაგ. .us, .uk, .ge, .ru, .de, .fr, .nl, .se და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში წესები უფრო მკაცრია ვიდრე ზოგადი დომენის შემთხვევაში.

მაგალითად, .ge ანუ ქართული გაფართოების დომენური სახელის შეძენის შემთხვევაში უნდა იყოთ საქართველოს იურიდიული ან ფიზიკური პირი და იღებთ მხოლოდ ფლობის და სარგებლობის უფლებას და არ გეძლევათ გასხვისების (გაყიდვის) და სხვაზე გაჩუქების უფლება. ამავე დროს შეძენა შესაძლებელია მხოლოდ 1 წლის ვადით, რის მერე დომენი ყოველწლიურად ისევ უნდა განახლდეს.

რა სიმბოლოები და რამდენი სიმბოლოა დასაშვები დომენურ სახელში?

დომენური სახელი საიტის დასახელებაში მოდის http:// ( ან http://www.) სიმბოლოების შემდეგ და უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ საერთაშორისო წესებს:

  • დომენური სახელი უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ 63 სიმბოლოსაგან.
  • დომენური სახელი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ასოების, ციფრების და დეფისისგან "-".
  • დომენური სახელი არ შეიძლება შეიცავდეს ასომთავრულ (capital letter) და სხვა სიმბოლოებს.

webdesign.advetour.com-ის შემთხვევაში:

  • com არის 1-ლი ანუ უმაღლესი დონის დომენი (top-level domain – TLD), მას სხვაგვარად გაფართოებას ან ზონას უწოდებენ;
  • advetour არის მე-2 დონის დომენი;
  • webdesign მე-3 დონის დომენი. მე-3 და უფრო მაღალ დომენებს უწოდებენ ასევე ქვედომენს ანუ subdomain.

რა ძირითად კატეგორიებად იყოფა უმაღლესი დონის დომენები ანუ გაფართოებები?

ძირითადად მათ ყოფენ 3 მთავარ კატეგორიად:

- გლობალური ანუ ზოგადი: .com, .org, .net, .info, .biz, ...
- სპეციალური: .mobi, .tv, .aero, .museum, .travel, ...
- ქვეყანაზე დამყარებული: .us, .uk, .ge, .ru, .de, .fr, .sp, .it, ...

სასურველია შევიძინოთ და გამოვიყენოთ ყველგან მიღებული, პოპულარული, პრესტიჟული და მოქნილი გაფართოების მქონე დომენები, ასეთები კი ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომენებია. გლობალური გაფართოების მქონე დომენებს ბევრი უპირატესობა გააჩნიათ, ვიდრე სპეციალური და ქვეყანაზე დამყარებულ გაფართოების დომენებს, თუმცა არის სპეციალური გამონაკლისი შემთხვევებიც.

რა ღირს დომენურ სახელი?

დომენური სახელის ნომინალური ღირებულება ანუ თვითღირებულება არის დაბალი და მერყეობს 10-50 ევროს ფარგლებში.

რატომ არის დომენური სახელი  მნიშვნელოვანი?

გარდა იმისა, რომ დომენური სახელი თქვენთან და თქვენს ორგანიზაციასთან დაკავშირების საშუალებაა ანუ ინტერნეტ მისამართია, მას აქვს ინფორმაციული და მარკეტინგული დატვირთვა.

თქვენი დომენური სახელი ერთადერთია მთელს მსოფლიოში. თვენი სახელი და გვარით მსოფლიოში კი არა, არამედ თქვენსვე ქალაქში კი შეიძლება სხვები იყვნენ, ასევე თქვენი ორგანიზაციის და კომპანიის დასახელებით, მაგრამ თქვენი დომენური სახელი არის მთელს მსფლიოში უნიკალური და იგი მხოლოდ თქვენია.

დომენური სახელი თქვენ და თქვენს ორგანიზაციას ნდობას მიანიჭებს. როცა გაქვთ საკუთარი დომენური სახელი თქვენ და თქვენი ორგანიზაცია გამოიყურება პროფესიონალურად. თუ თქვენ გამოაქვეყნებთ თქვენს საიტს ინტერნეტ პროვაიდერის ან უფასო ჰოსტინგის მეშვეობით და თანაც თქვენი მისამართი იქნება რაიმე ამის მსგავსი: www.yourhost.com/yourorganization ან www. yourorganization.yourhost.com მაშინ, თქვენ  ნდობას დაკარგავთ თქვენი პარტნიორებისა და კლიენტების თვალში. თქვენი პარტნიორებმა და კლიენტებს გაუჩნდებათ ეჭვი: თუ თქვენ არ გაქვთ სურვილი ან საშუალება შეიძინოთ სასურველი დომენური სახელი, მაშინ ძნელად რომ თქვენ ოდესმე რაიმეში ფული გადაიხადოთ ან შექმნათ რაიმე ღირებული პროდუქტი ან მომსახურება!

დომენური სახელი ხაზს უსვამს იმას რომ თქვენ ხართ პროგრესულად მოაზროვნე. გაქვთ რა საკუთარი დომენური სახელი თქვენ წარმოჩინდებით, როგორც თანამედროვე ციფრული რევოლუციის მონაწილე და რომ არ ჩამორჩებით თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებს. დომენური სახელი თქვენ და თქვენს საქმიანობას უფრო მოწინავეს გამოაჩენს ვიდრე თქვენს კონკურენტს.

საკუთარი დომენური სახელი მოქნილს და მობილურს გახდის თქვენს არსებობას ინტერნეტში. თქვენი დომენური სახელი თქვენი კუთვნილებაა და სადაც არ უნდა გადაიტანოთ საიტი იგი ყოველთვის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიჯაჭვული იქნებით ერთ ინტერნეტ პროვაიდერს ან ჰოსტინგ კომპანიას, და ყოველი გადასვალა სხვაგან დაგაკარგვინებთ ძველ მისამართს და შესაბამისად პარტნიორებს, კლიენტებს და ვიზიტორებს; რაც სერიოზულად დაგაზარალებთ.

სწორედ შერჩეულ დომენურ სახელს შეუძლია მოიზიდოს ბევრი მნახველი, კლიენტი. ვთქვათ თუ თქვენ რაიმეს აწარმოებთ და თქვენი უმნიშვნელოვანესი პროდუქციის დასახელებაზე შეიძენთ დომენურ სახელს ან სახელებს, თქვენი და თქვენი ორგანიზაციის მნახველთა და პოტენციურ კლიენტთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

დომენური სახელი გააძლერებს თქვენს ბრენდს. თუ თქვენი დომენური სახელი ემთხვევა თქვენი ორგანიზაციის დასახელებას, მაშინ იგი აადვილებს კლიენტების მიერ მის დამახსოვრებას და მათ თქვენთან დაბრუნებას. ასევე ეს გააიოლებს მოსახლეობაში არაფორმალური ფორმით თქვენს ორგანიზაციაზე ინფორმაციის გავრცელებას, იგულისხმება ნაცნობ-მეგობრები.

რატომ უნდა  იჩქაროთ დომენური სახელის შეძენა?

დომენური სახელების რაოდენობა თანდათან მცირდება და ყოველდღე არის არის იმის მაღალი ალბათობა, რომ დღეს თავისუფალი დომენური სახელი ხვალ ვინმემ დაიკავოს. ამ შემთხვევაში თქვენ შანსი გაუშვით ხელიდან და მას თქვენ ან აღარავინ დაგითმობთ ან მოგყიდიან 1000-ჯერ მეტ ფასად. ამიტომ სასურველ დომენურ სახელს როგორც კი ნახავთ თავისუფალს იგი მაშინვე უნდა შეიძინოთ და რეზერვში გქონდეთ, თუნდაც 1 ან 2 წლის მერე განათავსოთ ვებ საიტი. დომენი არის კარგი სტრატეგიული აქტივი და მომგებიანი ინვესტიცია, რადგან მისი ფასი მნიშვნელოვნად მატულობს.

რა არის პარკირებული დომენი?

ესაა გარკვეულ IP-მისამართზე მიმაგრებული დომენი, რომელსაც არ გააჩნია ადგილი სერვერზე, არამედ მხოლოდ ახდენს გადამისამართებას სხვა გარკვეულ IP მისამართზე. მაგალითად, მეთოდი გამოიყენება როცა კომპანიას სურს გადაამისამართოს თავისი ვებ-საიტის ტრაფიკი ასევე მის კუთვნილ სხვა საიტზე; სარეკლამო პრაქტიკაში მეთოდი გამოიყენება უშუალოდ ბროუზერში აკრეფილი საძიებო სიტყვებიდან წარმოქმნილი ტრაფიკის (type-in traffic) მონეტიზირებისათვის: დომენური სახელი საზოგადოდ ხსნის გვერდს რომელიც შეიცავს სარეკლამო ჩამონათვალსა და ბმულებს.

end

უფასო დომენი

ნებისმიერი ტიპის საიტის დაკვეთისას ჩვენგან უფასოდ მიიღებთ დომენურ სახელს*

დაწვრილებით..

უფასო ჰოსტინგი

ნებისმიერი ტიპის საიტის დაკვეთისას საშუალება გეძლევათ განათავსოთ ის უფასოდ ევროპულ სერვერზე

დაწვრილებით..

 

SEO ოპტიმიზაცია

google-seo

yahoo-seo

bing-seo

ask-seo

რას წერენ...

From our first contact with Gt Studio to our final website launch, we found GT Studio an excellent company to work with. The website they designed and launched for us is exactly what we want and their service made every step of the process simple.
Alexsander - 3 Oct 2011

ვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ web დიზაინ სტუდია "GT Studio" .