Facebook-Appsფეისბუკი

კომპიუტერის მომხმარებელთა სოციალური ქსელი. ფართოდ გამოიყენება ინფორმაციის გასავრცელებლად. ინფორმაციის გამცემი ათავსებს ინფორმაციას - როგორც ვერბალურს, ასევე ვიზუალურს (ფოტოები, ვიდეო) ან აუდიოს (მუსიკალური ჩანაწერები) - ფეისბუკზე, ადამიანთა გარკვეული წრისათვის მას ხელმისაწვდომს ხდის და განთავსებულ ინფორმაციაზე ვერბალურ უკუკავშირს, ანუ რეაქციას იღებს. ამ ინფორმაციის გაცნობა ქსელის ნებისმიერ წევრს და ამ წევრთა ქსელების ყველა მონაწილეს შეუძლია. სოციალური ქსელების გამოყენება ნაცნობთა თუ პროფესიულ ან მომხმარებელთა წრეებში ინფორმაციის გავრცელების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

დღესდღეობით თითქმის ყველა არსებული მსხვილ თუ მცირე ბიზნეს კომპანიების უმეტესობას აქვს ოფიციალური ვებ გვერდი, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას და ამარტივებს ურთიერთობას მომხმარებელსა და კომპანიას შორის. დღევანდელი ინტერნეტ ურთიერთობების განვითარების ფონზე ეს ქმედება არამხოლოდ პრიორიტეტული, არამედ სავალდებულოც კია. თუმცა კომპანიისა და მისი მომხმარებლისთვის საჭირო ინტერნეტ სივრცე მხოლოდ ვებ გვერდით არ განისაზღვრება. Facebook აპლიკაცია ერთ-ერთი პროგრესული პროგრამული გადაწყვეტილებაა, რომელიც ესაჭიროება კომპანიას როგორც მისი საქმიანობის განსაჯაროებისა და გამარტივებისთვის, ასევე მარკეტინგული განვითრების მიზნითაც. ფეისბუკს მსოფლიოში 1,317 მლნ. აქტიური მომხმარებელი (წყარო), ხოლო საქართველოში გამოცემა The Financial-ის ინფორმაციით,  750 ათასზე მეტი  მომხმარებელი ყავს.

ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის და არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესის სიდიდეს; Facebook-ს შეუძლია უზომოდ გაზარდოს თქვენი ონლაინ რეპუტაცია, რაც თავის მხრივ წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას თქვენი ბიზნესის გაფართოვებისათვის. „Harvard Business Review“- მ ამასწინათ გამოაქვეყნა კვლევა, რომელის თანახმადაც „Facebook Fan Page“-ი (facebook გვერდი) არის ძალზედ ეფექტური მექანიზმი გაყიდვების ზრდისა და ბრენდის ნდობის მოპოვებისათვის. ბევრი ბიზნესის მეპატრონე მიიჩნევს, რომ თუკი მათ აქვთ ვებსაიტი, „facebook გვერდი“-ის შექმნა და მართვა (დამატებითი დროის ხარჯვა) აღარ არის საჭირო, თუმცა ეს ასე არ არის. „Facebook გვერდი“ არ არის ვებსაიტის შემცვლელი, იგი არის შესანიშნავი შუამავალი კლიენტების ბიზნესთან დასაკავშირებლად, ხოლო ვებსაიტი, როგორც წესი არის მხოლოდ ცალმხრივი კავშირი ბიზნესთან. სინამდვილეში, „facebook გვერდი“-ის მთავარი დანიშნულებაა შედგეს დიალოგი ბიზნესსა და მომხმარებელს შორის.

ჩვენს დროში საკმაოდ ბევრი სოციალური ქსელია, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სახის პროდუქტი, თუმცა ყოველ მათგანში არსებობს გამორჩეული ბრენდი „ლიდერის“ სტატუსით. Facebook არის სოციალური ქსელი, რომელიც ყველაზე მეტად პოპულარულია საზოგადოებაში, განურჩევლად ასაკობრივი ზღვარისა. სწორედ ამიტომ რეკომენდირებულია აპლიკაციის შექმნა კონკრეტული კომპანიისათვის და მისი განთავსება აღნიშნულ სოციალურ ქსელში.

 

შეთავაზებები:

საიტის სტრუქტურები

ონლაინ მაღაზია 1800 ლარიდან
პროდუქციის კატალოგი 1100 ლარიდან
სიახლეების პორტალი 1300 ლარიდან
პერსონალური ვებ-გვერდი 400 ლარიდან
SEO (საძიებო ოპტიმიზაცია) 120 ლარიდან
საიტის ადმინისტრირება თვეში 40 ლარიდან


გრაფიკული მომსახურება

ლოგოები 80 ლარიდან
კორპორაციული სტილი 400 ლარიდან
ბანერები 60 ლარიდან

blue-guaranteeვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ ვებ დეველოპერული სტუდია "GT Studio" .

ავტორიზაცია

უკუკავშირი

დაინტერესდით?

დაგვირეკეთ                   მოგვწერეთ

+995 32 205 20 16

ან შეავსეთ ქვემოთმოყვანილი ფორმა და ჩვენ დაგირეკავთ.