online-advertisingვირტუალური სამყარო უზარმაზარია და ელვის სისწრაფით იზრდება. შესაბამისად რაც უფრო იზრდება ადამიანების მიერ ინტერნეტის გამოყენება, მით უფრო მეტ  შესაძლებლობას აძლევს ონლაინ მარკეტინგის სფერო ბაზრის მონაწილეებს რეკლამირება გაუკეთონ საკუთარ ბიზნესს.
ონლაინ მარკეტინგის სხვადასხვა მეთოდებს შორის საძიებო სისტემები რჩება, როგორც ყველაზე პოპულარული არხები რეკლამირებისათვის. რეკლამირება ისეთი საძიებო საიტების მეშვეობით, როგორიცაა Google და Yahoo არის ერთ–ერთი საუკეთესო გზა თვენს საიტზე შემსვლელთა რაოდენობის გასაზრდელად. წარმოებული კვლევის შესაბამისად, მომხმარებელთა 85%–ზე მეტი იყენებს საძიებო საიტებს პროდუქტისა და მომსახურების მოსაძებნად და უკეთ შესასწავლად მისი  ყიდვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ონლაინ მარკეტინგის მნიშვნელოვან უპირატესობებს შორის შეიძლება გამოიყოს:

მაღალი კონვერსია. ინტერნეტში რეკლამის ღირებულება გაცილებით დაბალია მის ტრადიციულ ანალოგებთან (მაგალითად ბეჭდვითი რეკლამასთან) შედარებით, , ხოლო ინტერნეტში რეკლამის ეფექტურობა გაცილებით მაღალია. ონლაინ მარკეტინგით შეგიძლიათ დაზოგოთ თქვენი არსებული მარკეტინგული ბიუჯეტი და მიაღწიოთ ინვესტიციის უფრო მაღალ ბრუნვას. ასეთი ხალხი, ვინც დაინტერესდება თქვენი რეკლამით და დააკლიკებს მასზე, არის მიზნობრივი მომხმარებელი და შესაბამისად თქვენი კამპანიით გამოწვეულ კონვერსიის კურსის ზრდაც მაღალია.

მაღალი მიზნობრიობა. ბეჭდური და ტრადიციული მედიის საშუალებებით თქვენ ძირითადად აღწევთ მასობრივ აუდიტორიამდე, რაც ძნელს ხდის კონკრეტულ ადრესატამდე მივიდეს თქვენი სარეკლამო გზავნილი. ონლაინ რეკლამირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ გეოგრაფიული, დემოგრაფიული და მიზნობრივი ნიშნით შერჩეული საკვანძო სიტყვები, რათა მიაღწიოთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას უფრო ეფექტურად. .მაგალოთად საძიებო საიტებზე განთავსებული ერთ კლიკზე გადასახადით რეკლამირებისას (pay-per-click), იხდით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვინმე დააკლიკებს თქვენს რეკლამაზე ან ესტუმრება თქვენს ვებსაიტს. ეს უზრუნველყოფს მიზნობრივ აუდიტორიაზე ზუსტ მიმართვას და პოტენციურ მომხმარებელზე გასვლის ყველაზე იაფი და მოხერხებული საშუალებაა.

დანახარჯების ეფექტურობა. რეკლამირების სხვა მეთოდებთან შედარებით ონლაინ მარკეტინგის ისეთი არხები, როგორიცაა იმეილი/ელექტრონული პირდაპირი მარკეტინგული გზავნილები არის ნაკლებ დანახარჯიანი. მაგალითისათვის, იმეილ მარკეტინგის შემთხვევაში საჭიროა სარეკლამო ტექსტის შედგენის და დიზაინის ხარჯები, მაგრამ ამავე დროს სრულიად ამოგდებულია ბეჭდვის და ადრესატთან გაგზავნისათვის განკუთვნილი დამატებითი ხარჯები.

კამპანიის მუშაობის შედეგების მონიტორინგი რეალურ დროში. ონლაინ მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ კამპანიის მიერ მოტანილ შედეგს მიადევნოთ თვალი რეალურ დროში. თვალყურის სადევნებელი პროგრამები, როგორიცაა Google Analytics საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ ვიზიტორთა რაოდენობა, რომელიც კამპანიამ მოიყვანა თქვენს ვებსაიტზე და ასევე რა ხანგრძლივობით დარჩნენ და იმუშავეს საიტზე. ეს ინფორმაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ კამპანიის კონვერსია. თქვენ ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა, თავად აკონტროლოთ თუ როგორ მატულობს თქვენი საიტის რეიტინგი რეკლამის ეფექტურობის სტატისტიკის მიხედვით.

მაღალი მოქნილობა. ბროშურებისაგან განსხვავებით, სადაც პროდუქტები და ფასები ფიქსირებულია შემდეგ დაბეჭვდამდე, ონლაინ კამპანიას ან კატალოგს შეუძლია იყოს ცვალებადი ყოველდღიურად და ყოველ საათშიც კი, შეუძლია მოერგოს პროდუქტის შესაძლებლობებს, ფასებს და ბაზრის პირობების შესაბამის პრომოუშენს.


გლობალური აუდიტორიის მოცვა. ინტერნეტი "სახლიდან გაუსვლელად" მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში კონტაქტის და ბიზნესის კეთების საშუალებას იძლევა ონლაინ მარკეტინგის საშუალებით ადვილად შეგიძლიათ მიაღწიოთ გლობალურ აუდიენციამდე.

ჩვენ გთავაზობთ:

რეკლამა და მარკეტინგი სოციალურ მედიაში - ბლოგი? ტვიტი? მეგობრები ან ფანები? სოციალური მედიის პოპულარობის გამოყენებიდან მოგების მისაღებად მრავალი გზა არსებობს. ნება მიეცით ჩვენს ექსპერტებს შექმნან თქვენთვის შესაფერისი სტრატეგია.

საძიებო რეკლამა და მარკეტინგი - დაგეგმვა, ოპტიმიზირება, რეკლამირება! აამუშავეთ თქვენი ბიზნესისათვის პოპულარული საძიებო სისტემები, როგორიცაა Google და Yahoo. სერვისი შეიცავს საძიები სისტემებისთვის ოპტიმიზაციას (SEO), საძიებო სისტემებისთვის მარკეტინგს (SEM)"დაკლიკვაზე გადახდა" - Pay Per Click (PPC), დანამატის ( ad) შექმნა, განთავსება და მენეჯმენტი.

სხვა ინტერნეტ რეკლამა- გაქვთ თქვენი ნიშა ბაზარზე? ალბათ ინტერნეტში უამრავი ვებსაიტია, რომლებიც იმავე მიზნობრივ ბაზარს ინაწილებს და ასევე იყენებს ინტერნეტ რეკლამის შესაძლებლობებს. ჩვენ შეგვიძლია დამატებით შემოგთავაზოთ შედარებით არასტანდარტული  მიდგომები: კომპანიონური მარკეტინგი (Affiliate Marketing), ბლოგის ინტეგრაცია, უკუკავშირები (Product Feeds), Local Search Marketing და სხვა.

ინტეგრირებული მარკეტინგი და რეკლამა - სტრატეგიული განვითარების კამპანიის ინტეგრირებული ონლაინ და ოფლაინ ტაქტიკურ გადაწყვეტებს შეუძლიათ მოიტანონ გაცილებით მაღალი შედეგი, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე. ჩვენი კონსულტანტები მოგეხმარებიან ჩამოაყალიბოთ კომპანიის სტრატეგია, რომელიც მნოშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციიდან ამონაგებს.

content management systemრეკლამა ინტერნეტში უნდა იყოს ორიენტირებული მიზნობრივ აუდიტორიაზე, ანუ იმ პოტენციურ მომხმარებლებზე, რომლებიც მომავალში შეიძენენ თქვენს პროდუქციას ან მომსახურებას. ინტერნეტ-რეკლამის მიზნობრივ აუდიტორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ის მომხმარებლებიც, რომელთაც უბრალოდ აინტერესებთ რეკლამირებადი საიტის თემატიკა. საიტის პოპულარიზაცია საძიებო სისტემებში აუცილებელია ნებისმიერი თემატიკის საიტებისთვის, იქნება ეს მცირე ორგანიზაციის საიტი თუ მსხვილი ინტერნეტ-მაღაზია. რეკლამა ინტერნეტში  ყველაზე იაფია და თუ გავითვალისწინებთ მოქმედების არეალს, უბრალოდ უაზრობაა ასეთი მასშტაბის არ გამოყენება.  სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი რესურსის მაღალხარისხიან რეკლამას ინტერნეტში.

  • Affiliate Marketing
  • Blog Integration
  • Product Feeds
  • Local Search Marketing
  • შეთავაზებები:

    საიტის სტრუქტურები

    ონლაინ მაღაზია 1800 ლარიდან
    პროდუქციის კატალოგი 1100 ლარიდან
    სიახლეების პორტალი 1300 ლარიდან
    პერსონალური ვებ-გვერდი 400 ლარიდან
    SEO (საძიებო ოპტიმიზაცია) 120 ლარიდან
    საიტის ადმინისტრირება თვეში 40 ლარიდან


    გრაფიკული მომსახურება

    ლოგოები 80 ლარიდან
    კორპორაციული სტილი 400 ლარიდან
    ბანერები 60 ლარიდან

    blue-guaranteeვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ ვებ დეველოპერული სტუდია "GT Studio" .

    ავტორიზაცია

    უკუკავშირი

    დაინტერესდით?

    დაგვირეკეთ                   მოგვწერეთ

    +995 32 205 20 16

    ან შეავსეთ ქვემოთმოყვანილი ფორმა და ჩვენ დაგირეკავთ.